ნატო-ს მომავალი და გამოწვევები

ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება.

ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში ემანუელ მაკრონი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის. დასახელებულია კონკრეტული ფაქტებიც, რამაც მაკრონის აზრით, კრიზისული ვითარება გამოიწვია. საფრანგეთის პირველი პირი ალიანსის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აშშ-ის პრეზიდენტის არაპროგნოზირებულობას ასახელებს და ამბობს, რომ აშშ-ს პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ევროპული პროექტის იდეას არ იზიარებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სამხედრო სტრატეგიის მიმართულებით ევროპა ავტონომიური უნდა გახდეს და სტრატეგიული დიალოგი რუსეთთან თავიდან  უნდა დაიწყოს.