უკრაინისთვის ნატო-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ზამთარში, განსაკუთრებით კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, სადაც ის ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ჩავიდა. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და უკან დახევა აიძულოს მოწინააღმდეგეს. ზელენსკის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კონკრეტულ წერტილებში განლაგება უზრუნველყოფდა როგორც ენერგოსექტორის, ისე მარცვლეულის ტრანზიტის უსაფრთხოებას.