ნატო-ს მინისტერიალი

18:09, 20.11.2019

ნატო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს მოკავშირეებს, საქართველო საჭირო რესურსებით უზრუნველყონ.

განცხადება ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ალიანსის წევრი და ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველო თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანების გზაზე იღებენ.

ბრიუსელში იმყოფება დავით ზალკალიანი.

ნატო-ს მინისტერიალს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.

მსგავსი