მზადება ნატო-ს მინისტერიალისთვის.
ორგანიზაციის წევრი და ასპირანტი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრამდე ერთი დღე რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს პირველი დიპლომატიც მიიღებს, რომელიც ბრიუსელში დღეს ღამით ჩავა. მინისტერიალის გახსნამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განცხადება მედიისთვის გააკეთა. იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.