ნატო-ს მინისტერიალი

ვაშინგტონი ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ეჭვქვეშ არ აყენებს.

თავდაცვის მინისტერიალის გახსნამდე თბილისი ბრიუსელიდან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილს იღებს. „მოამბის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ალიანსში აშშ-ის ელჩი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ორგანიზაციის წევრი აუცილებლად გახდება და თავად ქვეყნის გადასაწყვეტია, გაწევრიანების რა გზას და მოდელს აირჩევს. ამერიკელი დიპლომატი საქართველოს ნატოს განსაკუთრებულ პარტნიორად აცხადებს. დიპლომატის ამ პოზიციას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, მითუმეტეს აშშ-ის ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის განცხადების კონტექსტში, რომლის მიხედვით, საქართველოს მომავალ სამიტზე ნატოს წევრობა გერმანული მოდელით უნდა შესთავაზონ.

ჩრდილოეთ მაკედონიის მიღების შემდეგ, ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე საქართელოსთვის მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა თავად ალიანსის გენერალურმა მდივანმაც.

ქეთი ქარდავას ვრთავთ ბრიუსელიდან.