ნატო-ს მინისტერიალი  

თბილისი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს აჯამებს.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დასრულებულია. საქართველოს ხელისუფლებამ მხარდამჭერი გზავნილები რამდენიმე მიმართულებით მიიღო. წლევანდელი სამიტი გამორჩეული იყო ნატო-საქართველო-უკრაინის ერთობლივი კომისიის სხდომითაც, სადაც ერთ-ერთ თემად ჩვენი ქვეყნისთვის მაპის მინიჭების საკითხიც დააყენეს. პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან აქცენტები გაკეთდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ქართულმა მხარემ მადლობა მიიღო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი  კონტრიბუციისთვისაც.

გურამ როგავა აშუქებდა მინისტერიალს – ჩართვა ბრიუსელიდან.

დატოვე კომენტარი