ნატო-ს მინისტერიალი

ბრიუსელიდან მოსკოვმა კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო.

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი რუსეთისთვის მკაფიო გზავნილების ფონზე მიმდინარეობს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მოსკოვს მოუწოდებს, ევროპის ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს. კრემლს დღეს ისიც შეახსენეს, რომ სუვერენული ქვეყნები გადაწყვეტილებას მეზობლების ჩარევის გარეშე იღებენ. მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ესწრება, რომელიც უკვე შეხვდა იენს სტოლტენბერგს.  შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში საქართველოს როლს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე გაუსვეს ხაზი.