ნატო-ს მადრიდის სამიტი დასრულებულია

ნატო-ს სამიტი დასრულებულია, პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული. სამიტი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყო. დოკუმენტებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ღია კარის პოლიტიკა, ბუქარესტის სამიტის ერთგულება და აღინიშნა, რომ ალიანსი საქართველოს გაძლიერებას გააგრძელებს. სულ რამდენიმე წუთში დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შემაჯამებელი პრესკონფერენცია, რომელზეც ნატო-ს გენერალური მდივანი მადრიდის ისტორიულ სამიტს შეაჯამებს.

მოამბის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, დეტალურად მოგვაწვდის ინფორმაციას.