NATO-ს მადრიდის სამიტი

15:05, 29.06.2022

ნატო-ს მადრიდის სამიტმა სტარტი ოფიციალურად აიღო – ისტორიული და ტრანსფორმაციული სამიტი, რომელიც არა მხოლოდ ახალი ორი წევრის მოწვევით დასრულდება, არამედ განსაზღვრავს ალიანსის სამომავლო პოლიტიკას. ნატო-მ სტრატეგიული კონცეფცია უნდა დაამტკიცოს, რომელიც მომავალი ათი წლის სამოქმედო გეგმა გახდება. დოკუმენტის ერთ-ერთი მიმართულებაა პარტნიორების, მათ შორისაა საქართველოს დახმარება. ესპანეთის დედაქალაქში განცხადებები გაკეთდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განცხადებები გააკეთა ამერიკის პრეზიდენტთან ერთადაც.

ანა ბროლაძე აშუქებს მადრიდის ისტორიულ და ტრანსფორმაციულ სამიტს, როგორც მას ლიდერები უწოდებენ.

მსგავსი