ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ალიანსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უცვლელად ადასტურებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს კარი ღიაა და საქართველო გახდება ალიანსის წევრი.