ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

ნატო-ს კარი ღიაა. საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ წევრებისათვის ქვეყნებმა ნატო-ს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ.  ასევე კითხვებზე, რატომ ვერ მიიღეს საქართველომ და უკრაინამ „წევრობის სამოქმედო გეგმა“, და შეძლებდა თუ არა რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, – სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა ალიანსის უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ამასთან, სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა, რომელთაც ნატო-ს წევრობა სურთ, ამისათვის ძალისხმევა არ დაიშურონ.

მოამბე