ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან, – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ორი ქვეყანა ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რადგან ისინი ალიანსის მისიებში მონაწილეობენ, ხოლო შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. ნატო-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ეძღვნებოდა, რომელიც 22-23 ოქტომბერსაა დაგეგმილი.