ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

„უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის საკითხი კიევის გადასაწყვეტია და არა რუსეთის“ –  განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მარკ რუტემ ამის შესახებ პრაღაში გამართული დისკუსიის დროს თქვა. ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში შემაკავებელი სამხედრო კონტინგენტის პოტენციური განლაგების შესახებ, ხმის უფლება მხოლოდ კიევს უნდა ჰქონდეს და არა მოსკოვს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ძალიან უკვირს, როდესაც ვიღაც კვლავ იყურება მოსკოვისკენ.