ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შვედეთი ნატო-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გამოცემა SVT-ს განუცხადა. მისი თქმით, თურქეთმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე შვედეთის ალიანსში რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, თუმცა თურქეთის პარლამენტი მუშაობას ოქტომბერში განაახლებს. „ვილნიუსში მიღწეული იქნა კონსენსუსი – როგორც კი თურქეთის ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი დაიწყებენ რატიფიცირების პროცესს”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. თუმცა, სტოლტენბერგმა თავი შეიკავა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის შესვლა ალიანსში მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება. „მე ყოველთვის ფრთხილი ვარ კონკრეტული თარიღების მიმართ, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – თქვა გენერალურმა მდივანმა.