ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიში 

ნატო-ს გენერალური მდივანი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც საქართველოსაც ეხება. დოკუმენტში ჩვენი ქვეყანა რამდენჯერმეა ნახსენები და აღნიშნულია, რომ საქართველო ალიანსის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში დახმარებას იღებს. ასევე ნათქვამია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე, მოკავშირეებმა ნატო-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს. ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში ნატო-ს მრჩევლების გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდნენ თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით.

მარკ რუტე ამბობს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია და უმჯობესია ურთიერთობა გაგრძელდეს და ჰქონდეთ საშუალება საკითხების განსახილველად, ვიდრე სრულად გაწყდეს კავშირი. მისივე თქმით, საქართველოს საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციას ახორციელებენ. მარკ რუტე მოუწოდებს საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ კურსს, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით გაგრძელდეს ის ტრაექტორია, რომელზეც საქართველო იმყოფებოდა. მარკ რუტეს ამბობს, რომ ამ მხრივ ამჟამად სერიოზული შეშფოთება არსებობს.