NATO-ს გაფართოების პერსპექტივა - რუსეთის მოთხოვნა და აშშ-ს პოზიცია

საქართველო ახსენა ტრამპის წარმომადგენელმაც. უკრაინის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან ირკვევა, რომ რუსეთი ნატო-ს გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნის დროს უკრაინის გარდა საქართველოსა და მოლდოვასაც გულისხმობს. კიტ კელოგის პოზიციაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობად ამ საკითხის დაყენების შემთხვევაში ვაშინგტონი მოთხოვნას განიხილავს. რუსეთის მხრიდან ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოების წინააღმდეგ ბრძოლა სიახლე არ არის ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის-მითუმეტეს, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით. თუმცა, ოპოზიციას მმართველი გუნდისგან საერთაშორისო დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის იმედი არ აქვს, რის გამოც ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას ამ არგუმენტითაც ამყარებენ. ოპოზიციური ძალები იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთთან მსგავსი დათმობა არ მოხდება და პოზიციები ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ შეიცვლება.

რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს ინტერესების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების დასაცავად – კელოგის გზავნილზე რეაქციები ანა ბროლაძემ მოისმინა.