საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაურის მოადგილე იმყოფება. კრწანისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ამოცანები, განხორციელებული პროექტები და გეგმები. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელო ცენტრს შორის თანამშრომლობა. აქცენტი გაკეთდა, რომ მუშაობა დაიწყო 2017 წელს, ხოლო 2020 წელს მხარეებს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.