ნატო-ს დაფინანსების ახალი წესი  

ვაშინგტონის მკაფიო გზავნილი მოსკოვს და კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-ს დაფინანსების წესს ცვლის. ახალი რეგულაციის მიხედვით, აშშ ნატო-ს დაფინანსებას შეამცირებს და გამოთავისუფლებულ თანხას ევროპაში სხვა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ფინანსური დახმარებისთვის გამოიყენებს. პენტაგონში ამბობენ, რომ ფული დაიხარჯება იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთთან ფრონტის ხაზზე იმყოფებიან.