„ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“

2008 წელს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე უარით ალიანსმა პუტინს უბიძგა, აკეთოს, რაც მოესურვება,- ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

„ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“, – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ამ სახელწოდების მოსმენა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს უმნიშვნელოვანეს როლსა და ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა არსებულ გამოწვევებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მათ აღსაკვეთად ნატო-ს მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.