ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას - იენს სტოლტენბერგი

„ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის, საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“–  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის, საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ასევე ჩვენ ერთობლივ ბრძოლას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთს ნატო-ს კატასტროფის ცენტრის მეშვეობით დამცავი აღჭურვილობის მიწოდებისთვის“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მაისს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას პანდემიით შექმნილი რთული ვითარება განიხილეს.

დატოვე კომენტარი