ნატო ჩხეიძე „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს

დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ და პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს. გადაწყვეტილების მიზეზად ჩხეიძემ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე თანაგუნდელების არასათანადო მხარდაჭერა დაასახელა. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ფრაქცია არ დაიშლება და მის ადგილს რომელიმე სხვა დეპუტატი დაიკავებს.

ნატო ჩხეიძის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ერთი ახალი წევრი სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება.