ნათლისღების დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. პატრიარქმა წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შეასრულა.

ბათუმში კი,  ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნეს. ზღვაში შთაფვლის რიტუალი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით უკვე რამდენიმე წელია სრულდება.