ნათლისღების დღესასწაული

 სწორედ პანდემიის გამო, საყოველთაო ნათლობის რიტუალი წელს ვერ ჩატარდა. დღეს ნათლისღებაა. სადღესასწაულო წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შესრულდა დიდი აიაზმის კურთხევაც. ილია მეორემ მიმართა მრევლს. საზეიმო ღვთისმსახურება დილიდან მიმდინარეობდა საქართველოს ყველა ტაძარში. ქადაგებებში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კოვიდპანდემია და ვაქცინაცია იყო.