ნათლისღების დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. წირვა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. ქადაგების შემდეგ კი უწმინდესმა წყალი აკურთხა. მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი ამ დღეს ეკლესიებიდან სახლებში მიაქვთ და მთელი წელი იყენებენ. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა.