ნათლისღების დღესასწაული ზღვაში შესვლის რიტუალით აღნიშნეს ბათუმში. ღამის თორმეტ საათზე სასულიერო პირებმა ზღვის წყალი აკურთხეს, ამის შემდეგაც მრევლმა შთაფვლის რიტუალი შეასრულა. სანაპიროზე წელსაც ათასობით მორწმუნე გავიდა. პერიმეტრს, უსაფრთხოების მიზნით, მაშველები აკონტროლებდნენ. ტრადიციას საფუძველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა.