ნათლისღება
საზეიმო ღვთისმსახურება და წყალკურთხევის რიტუალი – დღეს ნათლისღებაა.
საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში დილიდან სადღესასწაულო წირვა აღავლინეს. სახარების მიხედვით, ამ დღეს მდინარე იორდანეში იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემელმა მონათლა. ნათლისღება თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ტაძრებში დიდი აიაზმის წესით შესრულდა წყლის კურთხევა – მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლებში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. ტრადიცია არც წელს დაირღვა ბათუმში, სადაც ნათლისღების ღამეს ზღვის წყალი აკურთხეს და განბანვის რიტუალი შეასრულეს.