მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ქადაგების შემდეგ ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ. სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.
ანუკა ფაცია სამების საკათედრო ტაძრიდან ჩაგვერთვება.