ნათია თურნავას განცხადება ფოთის პორტთან დაკავშირებით

ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინსტრმა ფოთის პორტთან დაკავშირებით, დამატებითი კომენტარი გააკეთა. ნათია თურნავა აცხადებს, რომ ფოთის პორტი ქვეყნისთვის  უმნიშვნელოვანესი ობიექტია, თუმცა პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა და ქვეყანაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც ამ კონტექსტში განიხილება.