ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს.

იქნება თუ არა ეს თავად შალვა ნათელაშვილი, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. პარტიის ლიდერის განმარტებით, საკითხი პოლიტსაბჭოზე გადაწყდება. შაბათსვე გახდება ცნობილი „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატებიც. შეკითხვაზე, ექნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს, „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდაჭერა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება.