ნათელაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

შალვა ნათელაშვილის მორიგი ბრალდება გერმანელი დიპლომატის მისამართით.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კვლავ ითხოვს ჰუბერტ ქნირშის გაწვევას და ამტკიცებს, რომ ის არა გერმანიის ელჩი, არამედ ბერლინის წარმომადგენელია ბიძინა ივანიშვილის კარზე. ნათელაშვილი ელჩისგან კვლავაც ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ლეიბორისტის“ ამ განცხადებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“.