#ნაშუადღევს „ერისიონი“ - ქველმოქმედებისთვის

ერთად ერთმანეთისთვის – ანსამბლი „ერისიონი“ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უპოვართა დასახმარებლად გაერთიანდნენ. თუ გსურთ, საკუთარი წვლილი შეიტანოთ უფასო სასადილოების ბენეფიციართა დახმარების საქმეში, 9 მარტს, 20:00 საათზე, აუცილებლად უნდა ეწვიოთ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს, სადაც ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართება.

სტუმრები: შერმადინ ჭკუასელი – ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი; ეკა ჭკუასელი – ქორეოგრაფი; ეკა იოსელიანი – საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გულის“ წარმომადგენელი.

ნაშუადღევს

დატოვე კომენტარი