„ნასას“ კონკურსის გამარჯვებულები 

ცნობილია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის სამი გამარჯვებული გუნდის ვინაობა.

მთავარი პრიზი აშშ-ში „ნასას“ საზაფხულო ბანაკში გამგზავრება გუნდმა „ელფებმა“ მოიპოვა. მათი პროექტით შექმნილი დანადგარით ხდება დახურულ სივრცეში ჰაერის ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან გაწმენდა. მეორე ადგილზე გასული გუნდი „მემორი ეფექტი“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ბანაკში, „სთიმ“.  ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდის, „გოალ დიგერსის“ წევრებს საქპატენტი პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს. მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა, რომელიც კომაროვის სკოლის მოსწავლეებისგან შედგება, შექმნა „სმარტ კოსტიუმი“, რომლის გამოყენებითაც ადვილდება ტრავმის შედეგად დაზიანებული ადამიანების სამედიცინო რეაბილიტაცია, მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა, რომელიც სხვადასხვა ქალაქის სკოლის მოსწავლეებისგან შედგება, შექმნა რობოტი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს ეხმარება შეისწავლოს ანბანი, ფერები, გეომეტრიული ფიგურები, ასევე ამოწმებს მოსწავლის ცოდნას.