ნარკოტიკების განადგურების პროცესი

18:27, 18.07.2025

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნივთმტკიცებად ამოღებული 450 კილოგრამის ოდენობის სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს. საერთო ღირებულება დაახლოებით 7 მილიონ ლარზე მეტია. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული საშუალებების განადგურება, სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში მოხდა. განადგურებულ ნარკოტიკულ საშუალებებს შორის მეტადონი, კოკაინი, კლეფედრონი, ბუპრენორფინი,  კოდეინი  და ალფა პვპ იყო.

მსგავსი