ნარკორეალიზატორის დაკავება

პოლიციამ ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავა. ის 1979 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქეა.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა ორჯერ განახორციელეს. პოლიციამ მის მიერ უკანონოდ გაყიდული 7 აბი „სუბოქსინი“ და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა, 1000 ლარის ოდენობით, ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.