ნარკორეალიზატორების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ნარკორეალიზატორების საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, ისინი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
სამართალდამცავებმა აღნიშნული პირები თბილისსა და კახეთში ჩაატარეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები ვარდისფერი ამფეტამინის სახელით ცნობილ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას სხვადასხვა ადგილზე ინახავდნენ და მათ შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ათავსებდნენ, რეალიზაციის შემდეგ კი ნარკოტიკული საშუალებების ადგილმდებარეობას მყიდველებს ფოტოებით ატყობინებდნენ.
წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს დაინიშნა.