ნარკორეალიზატორების დაკავება

გამოვლენილია ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვის ახალი ფაქტები.

სამართალდამცავებმა დაკავების ოპერაცია თბილისსა და კახეთში ჩაატარეს. ხელწერა მაისში გამოვლენილი დანაშაულებრივი სქემის მსგავსია: გამოძიების ცნობით, ბრალდებულები ვარდისფერი ამფეტამინის სახელით ცნობილ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას სხვადასხვა ადგილზე ინახავდნენ და მათ შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ათავსებდნენ, რეალიზაციის შემდეგ კი ნარკოტიკული საშუალებების ადგილმდებარეობას მყიდველებს ფოტოებით ატყობინებდნენ.