ნარკორეალიზატორების დაკავება

ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით.

მათ შორის არიან საქართველოს, თურქეთის და ირანის მოქალაქეები. გამოძიების ინფრომაციით, ირანის მოქალაქე სასაზღვრი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საქართველოში ცდილობდა 8 კგ-ზე მეტი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკის შემოტანას. ასევე დაკავებულია ირანის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან აიყვანეს. თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს.  გამოძიების ცნობით, მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.