ნარკორეალიზატორების დაკავება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა. მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული და სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ასევე, ელექტრო სასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.