ნარკორეალიზაციის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძიების ფარგლებში დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების 2 აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.