ნარკოპოლიტიკის რეფორმა – გამოხმაურება

18:13, 14.03.2025

ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სასულიერო პირები. აღნიშნულ საკითხს დღეს დეკანოზები, დავით ლასურაშვილი და დავით ნოზაძე გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში მაღალია, ასევე მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ნარკოტიკის მოხმარების ასაკმა დაიწია. მათი თქმით, აუცილებელია, ეს საკითხი საკანონმდებლო წნეხის ქვეშ მოექცეს და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია დაიწყოს საინფორმაციო კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.

მსგავსი