ნარკოპოლიტიკის რეფორმა

სააფთიაქო ნარკომანია ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ირკვევა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი,რომელმაც საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა რადიკალურად უნდა შეცვალოს, სააფთიაქო ნარკომანიაზე კონტროლის გამკაცრებასაც გულისხმობს. სანქციების მიუხედავად, აფთიაქების გარკვეული ნაწილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეფტოდ მაინც გასცემს. ამავე კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაძლოა აღარ დადგეს. თუმცა ინიციატივა დღემდე სადავოა.