ნარკოპოლიტიკის რეფორმა
პარლამენტში დღეს ნარკოპოლიტიკის გამკაცრების საკითხზე იმსჯელებენ. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყება. ინიციატივის მიხედვით, მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად მკაცრდება. ახალი ანტინარკოტიკული რეფორმის მიხედვით, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც.
კიდევ რას ითვალისწინებს ცვლილება და როგორია მხარეთა პოზიციები – მანანა დევაძე გაგვაცნობს.