„ნარკოპოლიტიკა საქართველოში - შეჩერებული რეფორმა და ახალი ტენდენციები“

ნარკოპოლიტიკა საქართველოში – შეჩერებული რეფორმა და ახალი ტენდენციები“ – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, ახალი კვლევა წარადგინა.  EMC-ის  განცხადებით, 2018 წელს გაიზარდა პირობითი მსჯავრის გამოყენება ნარკოტიკის მოხმარების ან მცირე ოდენობით ფლობისთვის, თუმცა იმავე დანაშაულისთვის კვლავ რჩებიან ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

კვლევის თანახმად, მოწესრიგდა მზღოლების ნარკოტესტირების მეთოდი, ასევე შემცირდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა. ამის მიუხედავად, EMC-ი ამბობს, რომ სისტემურ გამოწვევად რჩება ნარკოდანაშაულის გამოძიების პროცესში, ოპერატიული ინფორმაციის როლი. ასვე მათი აზრით,  აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა 2017 წელს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე ნარკოპოლიტიკისგან დაკავშირებით. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, EMC-ი  პრეზიდენტისგან ითხოვს, გამოიყნოს ერთჯერადი ამნისტიის ან შეწყალების მექანიზმი იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სასჯელს იხდიან.

დღეს კვლევას ესწრებოდნენ 2017 წელს დაკავებული თემურ კალანდაძის დედა და ადვოკატი, კალანდაძის საქმე EMC-ის კვლევაში მოხვდა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქმეში ბევრი ბუნდოვანი მტკიცებულებაა.