ნარკოპოლიტიკა – პრემიერის გზავნილები
„ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“,- ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია.