საქართველოში ნარკოპოლიტიკა მკაცრდება.
პარლამენტმა ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყო. განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გაიმართა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივი ინიციატივით, მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამკაცრდება და ის 12-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით განისაზღვრება. რეფორმის მიხედვით, დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ მომხმარებლებსაც.