ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, გენერალური პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან გზებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით და განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. გელაძის განცხადებით, ნარკომანიასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და ამ მიმართულებით არც საქართველოა გამონაკლისი. მინისტრის განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის მიერ გუშინ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.