ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
26 ივნისი ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, 100-მდე ქვეყნის ათასობით აქტივისტი ერთიანდება, ერთი მთავარი მესიჯის გარშემო – მზრუნველობა, დასჯის ნაცვლად! „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ და „ნარკოტიკების მომხმარებლები – ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ წევრი ორგანიზაციების ინიციატივით, დაიგეგმა ღონისძიებები, რომელთა მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკასა და პრაქტიკას, რომელიც ემყარება სოლიდარობას, ზიანის შემცირებას და ადამიანის უფლებების დაცვას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნარკომომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაზე ზედოზირების პრევენციის მიზნით.