ნარკოკარტელის წევრების დაკავება ესპანეთში

ესპანეთში უმსხვილესი ნარკოდაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს. რეიდების დროს 600 კილოგრამი კოკაინი, იარაღის არსენალი და 700 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს. ასევე, აღმოჩენილია 20 ძვირადღირებული ავტომობილი, მათ შორის 250 ათასი ევროს ღირებულების წითელი „ფერარი“. გამოძიების ინფორმაციით, ეს მადრიდში კოკაინით მოვაჭრე უმსხვილესი დაჯგუფებაა, რომლის ლიდერი მაროკოდანაა. დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა ნარკოკარტელებთან კოლუმბიაში, მაროკოში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.

მოამბე