ნარკოდანაშაულზე კანონი მკაცრდება

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღების მუხლებს ეხება.

იზრდება სასჯელის ვადები. ცალკეულ შემთხვევებში მოსალოდნელია ბრალდებულთა ქონების ჩამორთმევა. სიახლეა ისიც, რომ გასაღების მუხლი შეძენა-შენახვის მუხლისგან განცალკევებული იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უკვე აქვს სამთავრობო მხარდაჭერა. პოზიციები გაყოფილია პარლამენტში.