ნარკოდანაშაულში ბრალდებულის საქმე

2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირთან დაკავშირებით განაჩენი გამოცხადდა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვ.ჟ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ის შემცველი 54 აბი, საიდანაც თბილისში, ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 2018 წლის 31 მარტს 2 აბი 200 ლარად, ხოლო 15 აპრილს ასევე 2 აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.

ხოლო დანარჩენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ის შემცველ 50 აბს პირადად ინახავდა.